(+995 32) 2 202-215

სიახლეები

"4 ფინანსი" – საქართველოს ბიზნეს ასოციაციი წევრი გახდა

8 ივლ '13

Vivus.ge ჯგუფი 4ფინანსის (4Finance) გლობალური ბრენდია, რომელსაც ენდობიან მსოფლიო მაშტაბით.  კომპანია წამყვან პოზიციაზე იმყოფება ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ფინეთში, დანიაში და შვედეთში. კომპანიამ 2012 წელს წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება რუსეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა  და კანადაში. ხოლო 2013 წელს სერვისი ხელმისაწვდომი გახდა ჩეხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის. „4Finance" ლატვიური სააქციო საზოგადოებაა, რომელიც დაარსდა 2008 წელს და ძალიან სწრაფად მიაღწია დიდ წარმატებას მსოფლიო მაშტაბით. კომპანიის ბიზნეს სფეროა სწრაფი, მოკლევადიანი არასაბანკო სესხები. მათი წარმატება განაპირობა: 

ძლიერმა შიდა კორპორატიულმა კულტურამ;
მომხმარებელზე ორიენტირებული, მოხერხებული პროდუქტის შექმნამ;
ამ სფეროში სესხის ყველაზე დაბალმა საპროცენტო განაკვეთმა, და რაც მთავარია სერვისის გამჭვირვალობამ, რომელიც არ შეიცავს არანაირ დამატებით ხარჯს ან ღირებულებას.
ჯგუფი 4ფინანსი ბიზნესს აკეთებს პასუხისმგებლობით, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ერთ მილიონზე მეტი კლიენტი და სამი მილიონზე მეტი გაცემული სესხი მსოფლიოს მაშტაბით.  სესხი შეუძლია მიიღოს 20-65 წლამდე საქართველოს მოქალაქემ, მხოლოდ ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებით, სწრაფად და მარტივად. სესხის დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებელი იღებს თანხას საბანკო ანგარიშზე სახლიდან გაუსვლელად.
ჯგუფი 4ფინანსის მიზანია გაამარტივოს სესხის აღების მეთოდი, რათა ხალხისათვის დაუგეგმავი თუ დაგეგმილი ფინანსური საჭიროება არ გახდეს გადაულახავი ბარიერი. ამაში კომპანიას ეხმარება თანამედროვე ტექნიკა და ინოვატორ პროფესიონალთა გუნდი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. ჩვენ რიგებში გაერთიანებულია სამოცზე მეტი მსხვილი კომპანია ბიზნესის თითქმის ყველა სფეროდან. ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა ასი ათას ადამიანზე მეტია, ხოლო ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველწლიურად გადახდილი თანხები ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ასოციაციის დაარსების მიზნად იმთავითვე განისაზღვრა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ამ მიზნის მისაღწევად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სხვა  ბიზნეს გაერთიანებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობა.