(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კიდევ ერთი წარმატებული კომპანია შეუერთდა

12 ივნ '13

აუდიტორული კომპანია „კაპტო ჯგუფი" წარმოადგენს RSM-ის  წევრს საქართველოში, რომელიც აერთიანებს 700-მდე ოფისს, 100-ზე მეტ ქვეყანას და 32 500 პროფესიონალს  მსოფლიოს მასშტაბით. „კაპტო ჯგუფი", RSM-ის წევრი საქართველოში, წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ფოთში, ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისსა და თელავში. RSM-ის გლობალური ქსელი საშუალებას აძლევს „კაპტო ჯგუფს"  წარმატებით დასძლიოს მასშტაბური, როგორც ლოკალური ისე საერთაშორისო პროექტები.
„კაპტო ჯგუფის" მომსახურებათა ფართო სპექტრი მოიცავს შემდეგ სტრატეგიულ მიმართულებებს: საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, IFRS, ბუღალტერიის აუთსორსინგი და შეფასება, საკონსულტაციო მომსახურება, ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, კორპორატიული განახლება და ვალდებულებები, იურიდიული მომსახურება და მხარდაჭერა საგადასახადო დავებში. „კაპტო ჯგუფი" ემსახურება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო კლიენტებს. კომპანიას მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში, მათ შორისაა: ენერგეტიკა, საბანკო, სადაზღვევო, სავაჭრო, სამშენებლო, საწარმოო, სადისტრიბუციო და სხვ.
RSM-ი, ფირმების ფორუმის (Forum of Firms) დამფუძნებელი წევრი, მუდმივად სრულყოფს აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიებს და შესაბამისად გადასცემს ამ გამოცდილებას წევრ კომპანიებს. ფირმების ფორუმის თითოეული წევრის მიზანია ფინანსური და აუდიტორული სერვისების უმაღლესი სტანდარტების დაცვა. RSM-ი არის მსოფლიოში რეიტინგით რიგით მე-7 ქსელური კომპანია. 2012 წელს RSM-ის წევრი კომპანიების ერთობლივმა შემოსავალმა 4.0 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
2013/2014 წლებში RSM გახდა ყველაზე პრესტიჟული  ბიზნეს დაჯილდოების „European Business Award"-ის წარმდგენი და გენერალური სპონსორი.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. ჩვენ რიგებში გაერთიანებულია სამოცზე მეტი მსხვილი კომპანია ბიზნესის თითქმის ყველა სფეროდან. ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა ასი ათას ადამიანზე მეტია, ხოლო ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველწლიურად გადახდილი თანხები ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ასოციაციის დაარსების მიზნად იმთავითვე განისაზღვრა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ამ მიზნის მისაღწევად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სხვა  ბიზნეს გაერთიანებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობა.