(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას მიესალმება

22 მარ '13

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, "საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის" შემუშავების შესახებ და მზადყოფნას გამოთქვამს გაუზიაროს სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს გამოცდილება და ბიზნეს სექტორის  წინადადებები.
ასოციაციას მიაჩნია, რომ დოკუმენტის შემუშავება ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის სწორი მოლოდინების შექმნას და წაახალისებს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების იმ მიმართულებებით წარმართვას, რომლებიც ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, კერძო სექტორისთვის საინტერესოა.