(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს აიდეკო შეემატა.

22 იან '15

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს აიდეკო შეემატა. საერთაშორისო დეველოპმენტ კომპანია „აიდეკო" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩნდა 2007 წელს. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია უძრავი ქონების განვითარება, მშენებლობის მენეჯმენტი, უძრავი ქონების მართვა და მომსახურება. კომპანიის ერთ-ერთი განხორციელებული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი „სახლი ოპერასთან", რომელიც დასრულდა 2012 წელს. „აიდეკო" აქტიურად არის ჩართული ისტორიული ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს რეკონსტრუქციის პროცესში. კურორტის ძირითადი სტრატეგიული დანიშნულების ადგილები და სამკურნალო აბანოები ჰოლდინგის საკუთრებას წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანია „აიდეკო" პარტნიორებთან ერთად ფლობს 7,5 ჰა სასაწყობე მეურნეობას, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოსთვის ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის თვალსაზრისით. კომპანია, ასევე, განიხილავს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირების საკითხს.