(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ერთ–ერთი უმსხვილესი ნავრთობიმპორტიორი კომპანია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

20 თებ '13

Gulf Georgia ლიდერი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია" წარმოადგენს. მსოფლიო ბრენდი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. დღეისთვის Gulf Oil International უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე.
Gulf Georgia 130 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. გალფისავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით.
კომპანია მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მომხმარებელთან სიახლოვე გალფისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ ის მუდმივად იკვლევს მათ ინტერესს და ზრუნავს კმაყოფილების ზრდაზე.  კომპანიის მიზანია, ქართველი ავტომფლობელებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის ევროპული საწვავი და დასავლური ტიპის მომსახურება.
გალფი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. კომპანიაში დღეს 1000-ზე მეტი დასაქმებულია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ძლიერი გუნდი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ის ყოველთვის ორიენტირებულია ძლიერი კადრების მოზიდვაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. ჩვენ რიგებში გაერთიანებულია სამოცზე მეტი მსხვილი კომპანია ბიზნესის თითქმის ყველა სფეროდან. ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა ასი ათას ადამიანზე მეტია, ხოლო ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველწლიურად გადახდილი თანხები ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ასოციაციის დაარსების მიზნად იმთავითვე განისაზღვრა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ამ მიზნის მისაღწევად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სხვა  ბიზნეს გაერთიანებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობა.