(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აღსრულების ეროვნული ბიუროს სემინარებს უმასპინძლა

13 თებ '13

ევროკავშირის „დაძმობილების პროექტი „სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის (BESTT)" ფარგლებში, თებერვალში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და პროექტში ჩართულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ბიუროს ახალი სერვიების, "ფაქტების კონსტატაცია" და "გამარტივებული წარმოება" შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისათვის სემინარები გამართეს.  აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისები 2012 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს. "ფაქტების კონსტატაცია", როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში გამოიყენება როგორც სასამართლოების ხელშემწყობი მეთოდი მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით. „ფაქტების კონსტატაცია" წარმოადგენს ფაქტების ობიექტურ ანგარიშს, რომელიც დგება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. "გამარტივებული წარმოების" სერვისი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას წერილობითი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში მიმართოს ბიუროს გადაუხდელი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. გამარტივებული წარმოება მანამდე სასამართლოებში ხორციელდებოდა. აღსრულების ბიუროში კი ის მნიშვნელოვნად სახეცვლილი ფორმით დაინერგა და შედეგები ძალზე სახარბიელო მაჩვენებლებით ხასიათდება. 
სემინარების მიზანი ახალი სერვისების პოპულარიზაცია და დაინტერესებულ ბიზნესწრეებში მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო. რათა მოხდეს მისი გამოყენება სხვადასხვა კუთხით.