(+995 32) 2 202-215

სიახლეები

"შუხმან ინვესტი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შეუერთდა

4 თებ '13

შპს „Schuchmann Invest" წარმოადგენს შპს "შუხმან ვაინს ჯორჯიას" მენეჯმენტ კომპანიას; იგი დაარსდა 2012 წელს. კომპანია ოპერირებს შემდეგ სფეროებში: მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. კომპანიის საქმიანობას ასევე წარმოადგენს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების მართვა და საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. კომპანიის ძირითადი მიზანია მეღვინეობა „შუხმან ვაინსის" განვითარება და პუპულარიზაცია ასევე სხვადასხვა საინტერესო პროექტების დაფინანსება.
მეღვინეობა „შუხმან ვაინსი" დაარსდა 2010 წელს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში. კომპანიის დამფუძნებელია ცნობილი გერმანელი მეცენატი ბიზნესმენი ბ. შუხმანი. ინვესტიციამ შეადგინა 9 მილიონი აშშ. დოლარი. კომპანია ფლობს 120 ჰექტარ ვენახს, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, და შატოს ტიპის დასასვენებელ კომპლექსს კახეთში. კომპანიას პორთფელში აქვს 10 ზე მეტი დასახელების მაღალხარისხიანი ღვინო და ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. ჩვენ რიგებში გაერთიანებულია სამოცზე მეტი მსხვილი კომპანია ბიზნესის თითქმის ყველა სფეროდან. ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა ასი ათას ადამიანზე მეტია, ხოლო ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველწლიურად გადახდილი თანხები ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ასოციაციის დაარსების მიზნად იმთავითვე განისაზღვრა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ამ მიზნის მისაღწევად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სხვა  ბიზნეს გაერთიანებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობა.