(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქსტატი სტატისტიკური კვლევების ონლაინ რეჟიმზე გადადის

6 სექ '12

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე საქსტატის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, - მომავალი თვიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკურ გამოკვლევებს ონლაინ რეჟიმში განახორციელებს.
ოქტომბრიდან ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ საქსტატს ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში, გამარტივებული ფორმით წარუდგინონ. სიახლე, რომელსაც საქსტატი კომპანიებს სთავაზობს, მნიშვნელოვნად აადვილებს საქსტატისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მარტივდება ასევე სპეციალური ფორმები, რომელთა შესაბამისადაც ხდება ინფორმაციის წარდგენა. თითოეულ კომპანიას ეძლევა საშუალება საკუთარი სახელით დარეგისტრირდეს შესაბამის ვებ-გვერდზე, მიუთითოს საქმიანობის სფერო (სფეროები) და პერიოდულად მიიღოს ამ სფეროების შესახებ სტატიტიკური მონაცემები. თითოეულ კომპანიას შეეძლება მის მიერ წინა პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციის ნახვაც.

ბიზნეს სტატისტიკის კვლევის ონლაინ პორტალის შემუშავების პროცესში საქსტატმა კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გაიარა.