(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

12 ივლ '12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა 17 ივლისს  გაიმართა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ორგანიზებით და მას ძირითადად საქართველოში მოღვაწე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ ახალი პრემიერ-მინისტრის ხედვა  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ. როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, მთავრობა ახალი შემადგენლობით უახლოეს მომავალში გეგმავს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის. ამ მიზნით იგეგმება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტების განხორციელება; ინვესტიციების განხორციელება და წახალისება ისეთ დარგებში, სადაც კერძო ბიზნესი თავს იკავებს შესვლისაგან მაღალი რისკის ან დიდი კაპიტალდაბანდებების საჭიროების გამო.
პრემიერის განცხადებით, მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი წინასწარ  იქნება განხილული ბიზნეს წრეებთან, რათა  მათი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და არ შეექმნათ პრობლემები თავიანთ საქმიანობაში, ინვესტიციების განხორციელებაში. შეხვედრაზე ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები.