(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს სტატისტისკის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნესმენებს ახალი სერვისების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა

3 ივლ '12

უახლოეს მომავალში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში, გამარტივებული ფორმით წარუდგინონ, - ამის შესახებ ბიზნესმენებთან შეხვედრისას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ განაცხადა. სიახლე, რომელსაც სტატისტიკის სამსახური კომპანიებს სთავაზობს, მნიშვნელოვნად აადვილებს სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდებას, მარტივდება ასევე სპეციალური ფორმები, რომელთა შესაბამისადაც ხდება ინფორმაციის წარდგენა. თვითოეულ კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი სახელით დარეგისტრირდეს შესაბამის ვებგვერდზე, მიუთითოს საქმიანობის სფერო (სფეროები) და პერიოდულად მიიღოს ამ სფეროების შესახებ სტატისტიკური მონაცემები.
მნიშვნელოვანია, რომ მათი საქმიანობის სფეროს შესახებ  სტატისტიკურ  ინფორმაციას კომპანიები უსასყიდლოდ მიიღებენ. თვითოეულ კომპანიას შეეძლება მის მიერ წინა პერიოდებში წარდგენილი ინფორმაციის ნახვაც.
შეხვედრის ფარგლებში საქსტატის წარმომადგენლებმა სიახლესთან დაკავშირებით ბიზნესმენებისაგან მოსაზრებები და პრაქტიკული რჩევებიც მოისმინეს, რაც მომავალში შესაბამისი ონლაინ მოდულის კიდევ უფრო დახვეწას შეუწყობს ხელს.