(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნესმენები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

12 აპრ '12

12 აპრილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს - დავით გიორგაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი პრივატიზაციის სფეროში არსებული სიტუაციის განხილვა და სიახლეების გაცნობა იყო.
მინისტრის მოადგილემ ბიზნესმენებს იმ საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა გაყიდვასაც სახელმწიფო უახლოეს მომავალში გეგმავს, მისი განცხადებით პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა პრიორიტეტული ამოცანაა და ამ მიზნით გასაყიდად გამოტანილი ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია რაც შეიძლება ფართო წრისათვის უნდა იყოს ცნობილი.
შეხვედრის ფარგლებში შედგა ვებ გვერდის - www.privatization.ge - პრეზენტაცია, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საპრივატიზაციო ობიექტების და აუქციონების შედეგების შესახებ.
შეხვედრაზე ბიზნესმენებს ჰქონდათ საშუალება წამოეჭრათ და განეხილათ მათთვის საინტერესო, პრივატიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და წინადადებები; შედგა შეთანხმება, რომ მომავალში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კვლავაც უმასპინძლებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს.