(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო–საბაჟო კომიტეტმა შემოსავლების სამსახურთან მორიგი შეხვედრა გამართა

24 ნოემ '11

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტმა შემოსავლების სამსახურთან მორიგ შეხვედრას 24 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრები შემოსავლების სამსახურთან პერიოდულად, 2-3 კვირაში ერთხელ იმართება, რათა განხილული და დაზუსტებული იქნეს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული, ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები.

24 ნოემბრის შეხვედრაზე, ბიზნეს ასოციაციის წევრთა დაინტერესების შესაბამისად განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების და ხარჯებში გამოქვითვის პრინციპი.
მეწარმე ფიზიკური პირებისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის დროს სსკ-ს 71 მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის ამოღების საკითხი
დღგ-ის ჩათვლის საკითხი სსკ 174-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით.
ელექტრონული ფორმით შეკვეთილი საქონლის მისამართზე მიწოდებისას ახალი ტიპის სალარო აპარატების გამოყენების საკითხი
ბიზნესმენებს და კომპანიების ფინანსურ მენეჯერებს საშუალება ჰქონდათ ინტერაქტიულ რეჟიმში მოესმინათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიეღოთ პასუხები დამატებით კითხვებზე.

შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ დეკემბრის მეორე კვირაში გაიმართება.