(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაში ელექტრონული მოდული ინერგება

11 ნოემ '11

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს საქართელოს ბიზნეს ასოციაციაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული, შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც საბჭოს საქმიანობის შედეგები შეჯამდა და საზოგადოებას  დავების განხილვის ახალი, ელექტრონული მოდული წარუდგინეს.
დავების საბჭო შესყიდვების სააგენტოში გასული წლის ბოლოს შეიქმნა და ის ექვსი წევრისაგან შედგება. საბჭო დაკომპლექტებულია ერთის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისაგან, მეორეს მხრივ კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციას და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საბჭოში თითო წარმომადგენელი ყავთ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საბჭოს წევრად არასამთავრობო სექტორის მაქსიმალურად ფართო შემადგენლობის მიერ შეირჩევა როტაციის პრინციპით, ერთი წლის ვადით."). საბჭოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ტატო ურჯუმელაშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს ფუნქცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვა და გადაწყვეტაა, რაც ხორციელდება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით.
შექმნიდან დღემდე საბჭომ უკვე ორმოცდაათამდე საჩივარი განიხილა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბჭოს შექმნამდე სააგენტოში წარდგენილი საჩივრების რიცხვი თითქმის ათჯერ ნაკლები იყო დღევანდელთან შედარებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ახალმა ინსტიტუტმა გაამართლა. გაიზარდა ნდობა საბჭოს მიმართ. საბჭოს სხდომები ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის, ხოლო გადაწყვეტილებები საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე: www.dispute.procurement.gov.ge;
დღემდე განხილულ საქმეთა ანალიზით აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად მიმწოდებელთა პრეტენზია ეხება სატენდერო წინადადების დაზუსტების/არ დაზუსტების, ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კანონიერების საკითხებს და სატენდერო მოთხოვნების დისკრიმინაციულ ხასიათს.
დავების საბჭო სისტემაში მიმწოდებლებად დარეგისტრირებულ სუბიექტებს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს: მოხდება საბჭოს ელექტრონული მოდულის ამუშავება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს გასაჩივრების პროცესს და მეტად გამჭვირვალეს გახდის დავის განხილვის პროცედურებს. თუ დღეს ფიზიკურად ხდება საჩივრის დამტკიცებული ფორმის სააგენტოში წარდგენა, ელექტრონული მოდულს მინიმუმადე დაყავს საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი პროცედურული მოთხოვნები.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:   

www.dispute.procurement.gov.ge