(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა საპარტნიორო ფონდთან

22 ოქტ '14

22 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს 2013 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავდა სრულ ინფორმაციას ფონდის მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ. 2013 წელს ფონდის მოგებამ 73 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა; საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ყველა ის პროექტი და შესაბამისი ფინანსური ანგარიშები, რომელიც პრეზენტაციაზე იქნა წარმოდგენილი, ასევე ბიზნესმენთა დაინტერესება იმედს იძლევა, რომ მომავალში უფრო მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდება. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიშიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობა კომერციულ პროექტებში რეალურად შედგა და ამ თანამშრომლობას მომავალში კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს. შეხვედრის ფარგლებში ბიზნესმენებს ასევე საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია საპარტნიორო ფონდის საქმიანობის, პრიორიტეტების შესახებ.