ლაშა პაპაშვილი: არსებულ სიტუაციაში სავალუტო რეზერვების ყიდვა ლარს ანგრევს
„როდესაც არსებული სიტუაცია ლარისთვის ისედაც მძიმე წნეხია, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სავალუტო რეზერვების დამატებით შესყიდვებზე თავი უნდა შეიკავოს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ვიცე პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა ლარის კურსის გაუფასურებაზე კომენტირებისას განაცხადა.
"რაც ყველა ქართველს აწუხებს ეს არის ლარის კურსი და ჩვენ ფინანსთა მინისტრი დახურულ კარს მიღმა დაგვპირდა, რომ სხვა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან და ეროვნულ ბანკთან უახლოეს მომავალში შეხვედრა გვექნება და არგუმენტებზე ვიმსჯელებთ, კონკრეტულად კი, რეზერვების ზრდის აუცილებლობაზე ამ სიტუაციაში.
როდესაც არსებული სიტუაცია ლარისთვის ისედაც მძიმე წნეხია, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული პერიოდი დამატებით შესყიდვებზე თავი უნდა შეიკავოს ეს არის ჩვენი მოთხოვნა", - განაცხადა პაპაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე - ეს პროცესი აუფასურებს თუ არა ლარს, პაპაშვილი პასუხობს: ანგრევს, კი არ აუფასურებს.
ლინკი