(+995 32) 2 202-215

Print

სოსო ფხაკაძე - "პუტინის ავიასანქციებზე": მცირე და საშუალო ბიზნესს დახმარება აუცილებლად სჭირდება

„თითოეულმა მხარემ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ნაკლები იყოს ის ნეგატიური ტვირთი, რომელსაც ბიზნესი პრაქტიკაში მიიღებს,“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რუსეთის მიერ დაწესებული ე.წ. ავიასანქციების კომენტირებისას განაცხადა. 

„მცირე და საშუალო ბიზნესს კრედიტები აქვს აღებული, ტურისტული სეზონისთვის მოემზადნენ და მათ დახმარება აუცილებლად სჭირდებათ. ჩვენი ამოცანაა, ბიზნესის ადვოკატირება და ამას ყოველთვის გავაკეთებთ,“ - განმარტა ფხაკაძემ. 

მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინიციატივით, მასსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის 24 ივლისს გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართება.

ლინკი