(+995 32) 2 202-215

Print

"ორი თხოვნა მთავრობას" - გახარია შეზღუდვების დაწესებამდე მსხვილ ბიზნესს ხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, ხელისუფლებასთან ბიზნესს ორი ძირითადი თხოვნა ექნება:

„კარგად გვესმის, რომ ბიზნესი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მას. ამავდროულად, ადამიანების სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ასე იქნება მომავალშიც, ამიტომ ვფიქრობთ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ჩამოეწეროს ინდუსტრიას საშემოსავლო გადასახადი და მეორე, 1500 ლარამდე ვისაც აქვს ხელფასი, მათთვის დაწესებული შეღავათი გაგრძელდეს კიდევ 6 თვე. ამას ვთხოვთ მთავრობას და ვფიქრობთ, ამ შეღავათზე წამოვა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბმული