(+995 32) 2 202-215

Print

"შეზღუდვების შემოღება არის ურთულესი, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ „TVპირველზე“, დიანა ტრაპაიაძის „დღის ამბებში“, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვებზე და შესაბამისად, ბიზნესის გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ყველას კარგად ესმის, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მას. ამავდროულად ბიზნესი ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ძვირფასი და ღირებული, ასე იყო ყოველთვის და, ბუნებრივია, მომავალშიც ასე იქნება.“

„ძალიან ახლოს მოვიდა კოვიდი თითოეულ ჩვენთაგანთან. ანუ ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ მძიმეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ბიზნეს სექტორს მთავრობასთან შეხვედრის დროს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ექიმებისთვის, რომლებმაც კარგად ახსნეს თუ რა ვითარებაა ამ კუთხით დღეს ქვეყანაში. ძალიან რთულია გაავლო ხაზი ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის. უნდა ითქვას, რომ შეზღუდვების შემოღება არის ურთულესი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, ყველანი ძალიან დავზარალდებით და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით. თუმცაღა აქვე ყველანი კარგად ვიაზრებთ, რომ ადამიანის სიცოცხლე არის უმთავრესი ღირებულება“ - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ბმული