(+995 32) 2 202-215

Print

ციფრული ბიზნესი პანდემიის წინააღმდეგ

როგორი იქნებოდა პანდემია ონლაინ მაღაზიების, სოციალური მედიისა და საერთოდ, ციფრული სამყაროს გარეშე? იმ მოწყობილობების გარეშე, რომლის უარყოფით თვისებებზე ჯერ კიდევ ლაპარაკობს უფროსი თაობა. თაობა, რომელიც ვერ შეჰგუებია ბოლო რამდენიმე ათწლეულში სრულიად შეცვლილ მსოფლიოს.

ციფრული სამყაროს არარსებობის მთლიანი სპექტრით განხილვა შეუძლებელია, ვინაიდან, „პეპლის ეფექტის“ თეორიის თანახმად, წარსულში აფრენილმა პეპლის ფრთებმა, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს დღევანდელი რეალობა. ამ სტატიაში დილეტანტურად, თუმცა წამყვანი მსოფლიო ორგანიზაციების კვლევებისა და დასკვნების მიხედვით, ეკონომიკურ ჭრილში განვიხილავთ ციფრული სამყაროს ამაგზე პანდემიის დროს.

„რა ხდება, რა ვირუსია?“

ჩინეთის ქალაქ უჰანში ლაბორატორიიდან გამოჟონა ვირუსმა (ან იქნებ ყველაფერი მართლაც ღამურას ბრალია), რომელიც მალევე გავრცელდა მთელს მსოფლიოში და გლობალურ კრიზისად იქცა. მოულოდნელობის ეფექტმა საწყის ეტაპზე დააბნია ჯანდაცვის სისტემები, რომლებიც არ იცნობდნენ ვირუსს და არ გააჩნდათ სტრატეგია მის შესაჩერებლად. ვაქცინის დამზადება და კლინიკურად გამოცდა გრძელვადიანი პერსპექტივა იყო, ამიტომაც, პრევენციის ღონისძიებები გაატარეს. მათ შორის: ლოქდაუნი, პირბადისა და დისტანციის რეგულაციები. ყოველი ზემოაღნიშნული კი ზღუდავდა ადამიანის, როგორც ეკონომიკური სისტემის ერთეულის, შესაძლებლობებს. შედეგად, გარდა მსოფლიო ეკონომიკის მიერ გაღებული ხარჯებისა, ვიღებთ დაბალ აქტივობას ბაზარზე, რაც ეკონომიკის ჩამოშლას მოასწავებს.

ონლაინ მაღაზიების, საკურიერო მომსახურების და ფოსტის მიერ გადარჩენილი მსოფლიო ეკონომიკა

განვიხილოთ ელექტრონული კომერციის ყველაზე გავრცელებული მოდელები - ბიზნესიდან მომხმარებელზე (B2C) და მომხმარებლიდან მომხმარებელზე (C2C). ორივე მათგანი უმარტივესი ფორმაა და სახელწოდებაში მოიაზრებს საქმიანობის სტრუქტურას. მაგალითად, არსებობს ონლაინ მაღაზია - Holst.ge (ამ ძალიან საინტერესო და სწრაფად მზარდ ბიზნესს კიდევ შევეხებით), რომელიც საკუთარ პროდუქციას ონლაინ ვებ-გვერდის მეშვეობით ყიდის. ჩვენ, მომხმარებლები შევდივართ აღნიშნულ ვებ-გვერდზე, ვეცნობით პროდუქციას სწორად და დეტალურად გაწერილი მახასიათებლების დახმარებით, სურვილის შემთხვევაში კი, მაუსის ღილაკზე ერთი დაჭერით, შევიძენთ ამა თუ იმ ნივთს. რა ხდება, ჩვენს მიერ შეძენის განაცხადის გაკეთების შემდეგ, ონლაინ ჰიპერმარკეტში? Holst.ge-ის თანამშრომლებს საწყობიდან გამოაქვს ჩვენს მიერ შეძენილი პროდუქცია და გადასცემს საკურიერო მომსახურებას, რომელსაც საბოლოოდ მოაქვს ნივთი ჩვენამდე. შედეგად, ჩვენ შეხება გვაქვს მხოლოდ ერთ ადამიანთან - კურიერთან. მომსახურების ეს სტრუქტურა მაქსიმალურად შეესაბამება COVID-19-ის რეგულაციებს.

რა იქნებოდა რომ არა ონლაინ მაღაზია?

თითოეულ ჩვენგანს მოუწევდა ჰიპერმარკეტში მისვლა პროდუქციის შესაძენად, რითაც კიდევ უფრო გაიზრდებოდა ვირუსის გავრცელების სისწრაფე ან/და საათობით ვიდგებოდით რიგში.

ციფრულმა სამყარომ მოგვცა საშუალება სახლიდან გაუსვლელად გვეცხოვრა ისე, თითქოს დიდად არაფერი შეცვლილა. დავრჩენილიყავით ეკონომიკურად აქტიურები - გვემუშავა ონლაინ და გვევაჭრა ონლაინ. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკა ჩამოშლას გადაურჩა და გადაურჩა სწორედ ციფრული კომერციის ხარჯზე.

ელექტრონული კომერციის გიგანტები და პანდემიის ეფექტები

Amazon.com-მა 2021 წლის დასაწყისში გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამ თვეში 108,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც წინა წლის სრული გაყიდვებს 40%-ით აღემატება. მთლიანმა მოგებამ კი 8,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. Amazon.com-ის ამ წარმატების მიზეზი მხოლოდ პანდემია ვერ იქნებოდა (წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ გაიზარდა სხვა მსგავსი ბიზნესის შემოსავლები ამდენად?). Amazon.com-მა მალევე განსაზღვრა გაზრდილი მოთხოვნა და დაიწყო უფრო ეფექტურად მუშაობა: დაამატა კურიერები, გაზარდა საწყობების რაოდენობა სტრატეგიულად, რათა კურიერს ახლომდებარე საწყობიდან შეძლებოდა პროდუქციის გამოტანა და მალე მიტანა მომხმარებელთან. ეს მცირე ჩამონათვალია Amazon.com-ის გუნდის მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილებებისა.

ამჯერად, ქართული ბიზნესის მაგალითი განვიხილოთ. ზემოთ უკვე ვახსენეთ კომპანია Holst.ge, რომელიც მომხმარებელს ონლაინ ემსახურება. ამ ონლაინ მაღაზიას განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა და აქვს პანდემიის ქვეშ. ვინაიდან, განსხვავებით კვების ობიექტებისა და სასაჩუქრე მაღაზიებისა, რომელიც ასობით არის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი, Holst.ge მომხმარებელს ინდუსტრიულ ხელსაწყოებს სთავაზობს. იქამდე, სანამ სხვა ინდუსტრიული ხელსაწყოების მაღაზიები გამართავდნენ საკუთარ ონლაინ მომსახურებას Holst.ge იყო ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, რომელიც მთელს საქართველოს სხვადასხვა, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტს თუ ნივთს ონლაინ პლათფორმის მეშვეობით თავაზობდა ქართველ მომხმარებელს. მისი უფასო მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით კი ხელსაყრელ პოზიციაში ამყოფებდა სოფლისა თუ ქალაქის მაცხოვრებლებს.

რას შეიძენთ Holst.ge-ზე?

რამდენმა ჩვენგანმა გაიჩინა ახალი ჰობი? რამდენმა ჩვენგანმა მოიცალა ოთახში გაფუჭებული თაროს საკიდის შესაკეთებლად? რამდენმა ჩვენგანმა მიჰყო ხელი მეურნეობას? იმ ადამიანებში, ვისაც არაპანდემიურ ცხოვრებაში აზრადაც არ მოსვლიათ მსგავსი საქმიანობის წამოწყება, ათასობით მსურველი გამოჩნდა. გაიხსენეს ჩვენი წინაპრების საქმიანობა. ნიორი გაძვირდაო და ყველამ ნივრის დარგვა გადაწყვიტა. შემდეგ, ბევრს მოეწონა საქმიანობა და სხვა კულტურაც დარგო. ბევრი ხელმარჯვე გამოდგა და ხესთან მუშაობა შეიყვარა და სხვ.

მოკლედ, Holst.ge არის ონლაინ მაღაზია, სადაც უამრავმა მომხმარებელმა ინდუსტრიული ხელსაწყო შეიძინა და საკუთარი თავი აღმოაჩინა.

Holst.ge-ზე უამრავი მიმართულები პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ. აქვე, მეტი თვალსაჩინოებისათვის განვიხილავთ რამდენიმე მათგანს.

TOLSEN TOL1531-85350 ხელსაწყოების ნაკრები 119ც

 

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები            
  • რაოდენობა - 119 დეტალი

ხელსაწყოების ნაკრები ერთ-ერთი  ყველაზე მრავალფუნქციურია მასში შემავალი ინსტრუმენტების დიდი ასორტიმენტის გათვალისწინებით. ის საჭიროა სახლში, მანქანაში და ყველგან, სადაც კი ჩვენს ცხოვრებას ვატარებთ. თუ ფიქრობთ, რომ ხელმარჯვე არ ხართ და ხელსაწყოების ნაკრები არ გჭირდებათ, ცდებით, როგორც ჩანს ინსტრუმენტების დიდი არჩევანი არ გქონიათ. ამ ხელსაწყოების ნაკრების შეძენა Holst.ge-ზე ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხარისხიანი და გამძლეა.

CROWN CT31011-ელექტრო პულივიზატორი 400W

 

  • ბრენდი - CROWN                  
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი    
  • სიმძლავრე - 400W    
  • კვების წყარო - 220-240V                   
  • წნევა - 0.1-0.2bar        
  • ავზის მოცულობა - 800 ml 
  • წარმადობა - 800 l/min           
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი                 
  • მაქსიმალური სიბლანტე - 30DIN

თუ ნივთების შეკეთება არ გხიბლავთ უფრო შემოქმედებითი საქმიანობით შეგიძლიათ დაკავდეთ. Holst.ge-ზე ელექტრო პულივიზატორი შეგიძლიათ ძალიან დაბალ ფასად შეიძინოთ და შეღებოთ სახლის კედლები, მანქანა, გარე ფასადის კედლები და ა.შ. ეს ელექტრო პულივიზატორი Crown-ის პროდუქცია, რომელიც შვეიცარული გიგანტია ინდუსტრიულ ხელსაწყოებში.

B&D - CS2040-QS ელ-ხერხი 2000W

 

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე
  • სიმძლავრე - 2000W
  • ზომა - 16''
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • ღერძის სიგრძე - 16''

თუ პანდემიის ჟამს სოფელს მიაშურეთ, როგორც ადამიანების უმრავლესობამ, მაშინ ჯაჭვური ხერხი უნდა გაიყოლო. ან შეგიძლია არ გაიყოლო და პირდაპირ სოფლიდან შეუკვეთო Holst.ge-ზე, მთავარია ინტერნეტი იჭერდეს.

მოკლედ, თუ მსგავსი პროდუქცია დაგჭირდება, ვფიქრობ, ეს საიტი თქვენი უპირველესი არჩევანი უნდა იყოს.