სოსო ფხაკაძე: ლარის სტაბილური კურსი რომ არა ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა
ზედიზედ თითქმის ოთხი კვირაა ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 6 თეთრით გამყარდა.
პოლიტიკური არასტაბილურიბისა და მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების ფონზე ლარის გამყარების ახსნა კერძო სექტორს უჭირს. თუმცა, ბიზნესის წარმომადგენელთა განმარტებით, ისედაც მაღალი და ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზდებოდა რომ არა ლარის კურსის ბოლო დროინდელი დასტაბილურება.
„ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ლარის სტაბილური კურსი არ იქნებოდა. რაც შენარჩუნებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში. რასაკვირველია, მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს. დღეს რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის ქვეყნის ბიზნესის 75%. ბოლო წლები, როცა ჩვენ ვაკეთებთ გამოკითხვას, ბიზნესის ნომერ პირველი პრობლემა ყოველთვის იყო ლარის გაუფასურება. ასეთ დროს ასოციაცია, რასაკვირველია, ყველა ღონეს იხმარდა, რომ მიეღწია იმ ვითარებისთვის რაც დღეს არის და ეს მიღწეულია ყველას ერთობლივი ჩართულობით,“ - განმარტა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
6 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0967 ლარი შეადგინა. ლარი ერთბაშად დოლართან მიმართებაშო 2.43 თეთრით გამყარდა. ლარი გუშინდელი ვაჭრობის შედეგად გამყარდა ყველა პარტნიორ ვალუტასთან, შესავამისად 1 ევრო 3.4993 ლარი ღირს, თურქული ლირა 0.2247 ლარი, ფუნტი 4.1037 ლარი.
ბმული