(+995 32) 2 202-215

Print

თუ ინვესტორები ენერგობირჟის გახსნამდე სწორ გზავნილს მიიღებენ, CFD-ის მორიგი აუქციონი წარმატებული იქნება - ლევან ვეფხვაძე

საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მიზნით მთავრობა თვის ბოლოსათვის CFD-ის მორიგი აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება. თუმცა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების ფონზე გაჩნდა მოსაზრება, რომ მეორე აუქციონის გამოცხადება შესაძლოა, გადავადდეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ თუ ინვესტორებისთვის სწორი გზავნილი იქნება გაშვებული, რომ ბაზრის გახსნამდე ალტერნატივა შეიქმნება, ეს უკვე დამამშვიდებელია იმ სუბიექტებისთვის ვინც აუქციონებში მიიღებს მონაწილეობას. 

„მე ვფიქრობ, რომ სანამ აუქციონი გამოცხადდება ალბათ განსასაზღვრი იქნება იმ პერიოდში, სანამ ბაზარი გაიხსნება რა იქნება ალტერნატიული ბენჩმარკა, რაზეც აეწყობა ახალი აუქციონები და ამის შემდეგ გამოცხადდება.

მე არა მგონია, რომ ეს განსაკუთრებულად ხელისშემშლელი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორებისთვის თუ იქნება სწორი გზავნილი, რომ ვიდრე ბაზარი გაიხსნება იქნება ალტერნატივა, ეს ინფორმაცია უკვე დამამშვიდებელი იქნება მათთვის ვინც აუქციონებში მიიღებს მონაწილეობას“, - აცხადებს ჟურნალისტებთან ლევან ვეფხვაძე.

აღსანიშნავია, რომ პირველი აუქციონის შემდეგ გამარჯვებულთა სიაში 24 საინვესტიციო პროექტი მოხვდა: 14 ჰიდროელექტროსადგური;  2 ქარის ელექტროსადგური, და 10 მზის ელექტროსადგური იქნება.

CFD აუქციონებში გამარჯვებული პროექტები და ტარიფები: 

ჰიდრო:

  • მაგანა ჰესი - 4,5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 5,9;
  • ჭართალი ჰესი - 1,56 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,3;
  • ცხენისწყალი 3 ჰესი - 35 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,49;
  • შავი არაგვი 2 ჰესი - 5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,5;
  • სადმელი ჰესი - 2,7 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,7;
  • დევაში ჰესი - 5,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • ცხენისწყალი 1 ჰესი - 22,48 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • შავი არაგვი ჰესი - 5,2 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • შავი არაგვი 1 ჰესი - 3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
  • ხადა ჰესი - 1,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • რიონი-ჭანჭახი ჰესი - 21,13 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • ნოწარულა 2 ჰესი - 4,88 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • ზესხო 1 ჰესი - 20,3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
  • კამარა ჰესი - 16,62 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85; 

ქარი:

  • ქარელის ქარის ელ სადგური - 28 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,78;
  • ჩერო ენერჯის ქარის ელ სადგური - 49 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 6;

მზე:

  •  უდაბნოს მზის ელ სადგური - 6 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,3;
  •  ილიაწმინდას მზის ელ სადგური - 30 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,35;
  •  ჯეოსთილის 50 მგვტ მზის ელ სადგური - 20 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,5;
  •  ბადიაურის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  სახენისი 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  გამარჯვების მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  ვარდისუბნის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  ქედის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  ელდარის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
  •  საგარეჯოს 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9.

14 ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 149 მეგავატი; 2 ქარის ელექტროსადგურის 77 მეგავატი, ხოლო მზის 10 ელექტროსადგურის სიმძლავრე 70 მეგავატი იქნება.

შეგახსენებთ, რომ CFD-აუქციონებში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სულ 78 განაცხადი შევიდა.