(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 დეკ '20

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ორივე მხარისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს დავებში მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმის, აქტიურ და ქმედით გამოყენებას. ამასთან, იგეგემება ერთობლივი პროექტების და ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ასოციაციის წევრი კომპანიბს შორის მედიაციის მექანიზმის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის წლების განმავლობაში საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და არბიტრაჟთან ერთად მედიაციის ინსტიტუტის პოპულარიზაცია სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

„ვულოცავთ მედიატორთა ასოციაციას მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნას და მივესალმებით ახალ პარტნიორს. ჩვენთვის პატივია, მედიატორთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვან  პარტნირთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი და ნაყოფიერი იქნება ჩვენი წევრებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ დღეს უამრავი ბიზნეს დავაა თაროზე შემოდებული და ვიმედოვნებთ, რომ მედიატორთა ასოციაციაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხების გადაწყვეტას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.