საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება
1 მარ '24
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ბიზნეს საზოგადოებას 2019-2023 წლების ინდექსის დინამიკას გააცნობს, რის საფუძველზეც შეფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.
კონფერენციის მსვლელობისას Galt&Taggart-ის სპეციალისტები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ეკონომიკის სექტორებს მიმოიხილავენ.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ორი პანელური დისკუსია: პირველი, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები და მეორე, სექტორული მიმოხილვა, სადაც საუბარი შეეხება ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ტურიზმს, საცხოვრებელ უძრავ ქონებას, ასევე FMCG-ის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და განათლების სექტორებს. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები.