ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა გაიმართა
10 თებ '16
2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომაზე განხილული იქნა 2015 წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი / ძირითადი ცვლილებები; საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მთავრობის წინაშე სისტემატიურ რეჟიმში დაყენებული ინიციატივების (მოგების გადასახადის რეფორმა, დავების განხილვის საბჭოს რეფორმა, დეკრიმინალიზაცია, იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეც. რეჟიმის აღდგენა, საგადასახადო შემოწმებების ვადები / შეჩერებები, ყადაღა საბანკო ანგარიშზე ე.წ. „დავის ყადაღა“) მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.
სხდომაზე ასევე განხილული იქნა ასოციაციის წევრი კომპანიების ცალკეული ინიციატივები. წევრი კომპანიების საჭიროებებზე მიზანშეწონილად მიიჩნა მათზე მუშაობის გაგრძელება და დაიგეგმა სამოქმედო გეგმა.