ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის სხდომა გაიმართა
30 სექ '15
2015 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივა - საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ეხება 2015 წლის 13-14 ივნისს, ქ. თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ, სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემული/გაღებული მატერიალური/არამატერიალური დახმარების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.
კომიტეტის წევრების მიერ დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივა და აღინიშნა, რომ ამ ცვლილების ძალაში შესვლით, კომპანიებისთვის, რომლებმაც გაიღეს მატერიალური ან არამატერიალური დახმარება 2015 წლის 13-14 ივნისს, ქ. თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთათვის, მთავრობის მხრიდან უდავოდ კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნება გადადგმული ბიზნესის გაუმჯობესებისთვის.
სხდომაზე ასევე განხილული იქნა ასოციაციის წევრი კომპანიების ცალკეული ინიციატივები. წევრი კომპანიების საჭიროებებზე მიზანშეწონილად მიიჩნა მათზე მუშაობის გაგრძელება და დაიგეგმა სამოქმედო გეგმა.