(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქმიანი ვიზიტით ესტონეთს ესტუმრა

22 ივნ '15

მიმდინარე წლის 15-18 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის - ირაკლი ასლანიშვილის ხელმძღვანელობით ესტონეთის დედაქალაქს საქმიანი ვიზიტით სტუმრობდნენ.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მოგების გადასახადის რეფორმის ესტონური მოდელის შესახებ გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული და თეორიული ასპექტების, რისკებისა და მათი დაზღვევის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიღება და ანალიზი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ესტონეთის საგადასახადო-საბაჟო დეპარტამენტის, ეკონომიკის სამინისტროს, ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის, გადამხდელთა კავშირის და კერძო კომპანიების, მათ შორის დელოიტის ტალინის ოფისის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოგების გადასახადის რეფორმირებისა და ესტონური მოდელის ადაპტირების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი გახლდათ და მომავალშიც აქტიურად გეგმავს დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ხელშეწყობის მიზნებისათვის.