(+995 32) 2 202-215

სიახლეები

18 მარ '22

BAG ინდექსი: კომპანიების უმრავლესობა დასაქმების მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრის 2022 წლის I კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, გასულ კვარტალთან შედარებით, დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა და თითქმის გაუტოლდა, 2019 წლის IV კვარტლის, პანდემიის დაწყებამდე დაფიქსირებულ მონაცემებს. აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა ასევე 2021 წლის I კვარტალთან შედარებით... ვრცლად

17 მარ '22

BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების დინამიკა კვლავაც ნარჩუნდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა 2022 წლის I კვარტალშიც შენარჩუნებულია. გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს... ვრცლად

9 მარ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი გუნდის წევრი აკაკი საღირაშვილი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდს აკაკი საღირაშვილი შემოუერთდა, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას დაიკავებს... ვრცლად

7 მარ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასოციაცია მუდმივად აკვირდება სავალუტო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას ვინაიდან, როგორც მრავალჯერ აღგვინიშნავს, ასოციაციის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ფინანსური მდგრადობა პირდაპირ არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე... ვრცლად

2 მარ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა... ვრცლად

1 მარ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონში ერთვება და ბიზნესს აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად ერთვება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და წითელი ჯვრის საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში „ჩვენ უკრაინისთვის“ და მოუწოდებს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ზოგადად, ბიზნეს სექტორს ზემოხსენებულ მარათონში აქტიური მონაწილეობისკენ, რომელიც უკრაინისა და მისი მოსახლეობის დასახმარებლად 1 მარტს 22 საათზე იმართება... ვრცლად