(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ წევრთა რიგით მეორე საერთო კრება ჩატარდა, რომელზეც ასოციაციის მმართველ ორგანოებში ცვლილებები განხორციელდა

7 ოქტ '11

7 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრთა რიგით მეორე საერთო კრება გაიმართა, რომელზეც ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, სამეთვალყურეო საბჭო და სამეურვეო საბჭო აირჩიეს.
არჩევნებამდე ასოციაციის წევრებმა პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის ანგარიში მოისმინეს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. 
განვლილი ორი წლის განმავლობაში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" სამთავრობო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან  მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში შეძლო არაერთი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასოციაციის ძალისხმევით ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს დიალოგი ბიზნესისათვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე. ასოციაციამ წამოაყენა მთელი რიგი ინიციატივებისა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მისი ძალისხმევით კიდევ უფრო დაიხვეწა ბიზნესის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა, ასოციაცია სრულად იყო ჩართული ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების პროცესში და კოდექსში ბიზნესის მხრიდან არსებული შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებული იქნა.
მომავალში ასოციაცია თავისი საქმიანობის არეალის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს, რათა ბიზნესი მაქსიმალურად ჩაერთოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში.
არჩევნების შედეგად მომდევნო ორი წლის განმავლობაში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი კვლავ გიორგი ჭირაქაძე იქნება, იგი ერთხმად იქნა არჩეული აღნიშნულ პოსტზე. ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი გახდა.
ცვლილებებია ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც ნაცვლად მანამდე არსებული ცხრა წევრისა, უკვე თერთმეტი წევრისაგან შედგება:

ადეიშვილი გია („კაუკასუს ონლაინი")
დევაძე გიორგი („მადნეული")
კიკვაძე ზაზა („IDS ბორჯომი საქართველო")
კურცხალია გიორგი („მაგისტილი")
მამულაიშვილი დავით („სილქნეტი")
ნაკაიძე ვანო (Future Products Company)
პაპაშვილი ლაშა („ბანკი რესპუბლიკა")
ფხაკაძე სამსონ („ვისოლი")
ჩიქოვანი დიმიტრი („აუთდორ ჯი")
ჭირაქაძე გიორგი („იუ ჯი თი")
ასოციაციაში საქმიანობას აგრძელებს ასევე ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე, რომელიც ამიერიდან სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველის პოსტს დაიკავებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთი სიახლეა -  შეიქმნა  ასოციაციის სამეურვეო საბჭო, ორგანო, რომელიც წარმოადგენს ასოციაციას მაღალ დონეზე და საერთაშორისო ურთიერთობებში, უზრუნველყოფს ასოციაციის  ინტერესების ლობირებას. საბჭოს ფუნქცია იქნება, ასევე, ბიზნეს ასოციაციის საქველმოქმედო საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და დაგეგმვა; ახლადარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრებს ასოციაცია საზოგადოებას  უახლოეს პერიოდში წარუდგენს, სადაც საბჭოს წევრების და საქმიანობის მომავალი გეგმების შესახებ უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" დაარსებიდან უკვე ორი წელი გავიდა, დღეისათვის ასოციაცია სამოცზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს და აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების პროცესში.