საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და საქსტატი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან
3 აგვ '11
3 აგვისტოს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ 2011 წლის ივლისის ინფლაციის მაჩენებლების და ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.
საქსტატისა და ბიზნეს ასოციაციის შეთანხმების თანახმად, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულ სახეს მიიღებს, რის შედეგადაც ბიზნესმენების შეეძლებათ პირველწყაროსთან გაეცნონ ინფლაციის მაჩვენებლების და ამ მაჩვენებლების დათვლის მეთოდოლოგიას. აღნიშნულის გარდა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ეკონომიკური შეფასებების სტატისტიკა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებები. საქსტატის დირექტორის, ზაზა ჭელიძის განცხადებით, ასოციაციამ საქსტატსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რამაც განაპირობა თანამშრომლობის გაღრმავება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა.