(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კერძო საპენსიო სისტემის კონცეფციის პროექტი განიხილეს

29 აპრ '11

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტმა 29 აპრილს კერძო საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც კერძო საპენსიო სისტემის კონცეფცია განიხილეს. კონცეფციის პროექტის ავტორი, ექსპერტი ედგარ ბალბინია, რომელიც მოწვეულია USAID-ის მიერ დაფინანსებული „ეკონომიკური აღმავლობის პროექტის" (EPI) მიერ.
შეხვედრას საბანკო და სადაზღვევო სფეროების წარმომადგენელი კომპანიები, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური აღმავლობის პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცეფციის პროექტი საქართველოში არსებული მდგომარეობის, ეკონომიკური მაჩვენებლებისა და განვითარების ტენდენციებთან შესაბამისობაში იძლევა ცალკეულ რეკომენდაციებს და მოიცავს ანალიზს, თუ რა ეფექტი შეიძლება მოჰყვეს კერძო საპენსიო სისტემის დანერგვას და რა სარგებელს მოუტანს ეს ქვეყანას.
კონცეფციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებში.