(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ფინეთის და ესტონეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან

22 ოქტ '10

საქართელოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ასათიანი 22 მარტს ფინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს, ილკა რაისანენს და საქართველოში ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელს, მარტინ კარნერს შეხვდნენ.

დიპლომატების ვიზიტის მიზანი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში (ENPI) საქართელო-ევროკავშირს შორის მიმდინარე პროგრამების გაცნობა, ასევე საინვესტიციო კლიმატისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესწავლა იყო.

ასოციაციის პრეზიდენტმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის და საქართელოში არსებული ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

სტუმრების შეფასებით, საქართველოში საკმაოდ კარგი ნიადაგია ინვესტიციების განსახორციელებლად და ამ კუთხით ბევრი სფერო ჯერ კიდევ აუთვისებელია;  ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს საქართველოში ესტონურ-ფინური ბიზნეს დელეგაციის სტუმრობის მოსამზადებელ ეტაპს.  გიორგი ჭირაქაძემ მხარდაჭერა აღუთქვა სტუმრებს და განაცხადა, რომ ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ პოტენციურ ინვესტორებთან მუშაობა და მათი ხელშეწყობაა, რაც გამოიხატება ბიზნესმენთა შორის პირდაპირი კავშირების დამყარებაში და ინვესტორთათვის შესაბამისი სფეროების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.