საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები აქტიური თანამშრომლობისათვის დააჯილდოვა
29 ოქტ '10
29 ოქტომბერს, საქართელოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კმპანიების წარმომადგენლებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისათვის. ბიზნეს ასოციაციის და საქსტატის თანამშრომლობა 2010 წლის დასაწყისიდან იღებს სათავეს, როდესაც შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ კომპანიები მიაწვდიდნენ საქსტატს მისთვის საჭირო ინფორმაციას, სანაცვლოდ კი საქსტატი უზრუნველყოფდა მათ ცალკეული კვლევების შედეგად მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით. გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელშეწყობით და თანადგომით, საქსტატმა ანალოგიური შინაარსის მემორანდუმები გააფორმა სხვა დარგობრივ ასოციაციებთანაც.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, ზაზა ჭელიძის განცხადებით, "სტატისტიკური ინფორმციის ხარისხი დამოკიდებულია ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის ხარისხზე. შესაბამისად "საქსტატმა" 10 საუკეთესო 10 კომპანია ამოარჩია, რომლებიც ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდა და მათ ამ თანამშრომლობისათვის სპეციალირი სერთიფიკატები გადავეცით. შემდგომი ეტაპისათვის კიდევ 15-მდე კომპაბიას დავაჯილდოებთ; გარდა ამისა, მემორანდმუს საფუძველზე მათ ჩვენ ყოველთვიურად სტატისტკურ ინფორმაციას ვუგზავნით, რომელიც არა არის მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკა. ოფიციაურ სტატისტიკასთან ერთად ამ კომპანიებსა და ბიზნეს გაერთიანებებს ჩვენ დამატებით სტატსტიკურ ინფორმაციებიც ვუგზავნით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნეს გაერთიანებისათვის თავისი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში".
როგორც ბიზნეს ასოციაციისა და საქსტატის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვანო ბალიაშვილმა აღნიშნა, „არსებული კანონმდებლობით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სპეციალური ფორმების წარდგენა სავალდებულო აღარ არის და შესაბამისად აღარ არსებობს ფინანსური სანქციებიც. ამიტომ ჩვენ თანამშრომლობის საფუძვლად ნებაყოფლობითი მიდგომა ავიღეთ. "საქსტატმა" ბიზნესის დაკვეთების შესაბამისად რამოდენიმე სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ცალკეული ინდუსტრიებისათვის საჭირო ინფორმაციას მოიცავს. ეს დაჯილდოება არის დამატებითი სტიმული ცალკეული ბზინესებისათვის და მიმაჩნია რომ ასეთი თანამშრომლბა უნდა გაფართოვდეს, რაც "საქსტატის" მიერ წარმოებული ინფორმაციის ხარისხის ადექვატურობაში გადაიქცევა".
საქსტატის მიერ დაჯილდოებული კომპანიების სიაში მოხვდნენ შპს ,,მობიტელი", შპს "კვარციტი", ს.ს. "მადნეული", სს "საქკაბელი", შპს "საქართველოს რკინიგზა", შპს "ლუკოილ ჯორჯია", შპს "ავერსი-რაციონალი", შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია", შპს „გუდვილი" და სს „იბერია-რეფრეშმენტი".