(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქმიანობის არეალს აფართოვებს

20 ივლ '10

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 2010 წლის სექტემბრიდან იქმნება ახალი - სოფლის მეურნეობის განვითარების კომიტეტი, რომელსაც ჩვენი წევრი კომპანიის - „თბილღვინოს" გენერალური დირექტორი, გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში რეფორმების მხარდაჭერა და სტიმულირება, მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე მუშაობა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კონკრეტული პროექტების განხორციელება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას უკვე აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კომიტეტის საქმიანობისათვის.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს , საქპატენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ირაკლი კაკაბაძის (შ.პ.ს. „ალტა"-ს გენერალური დირექტორი) ხელმძღვანელობით.
ჯგუფის ძირითადი სამუშაო მიმართულება იქნება ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციასთან და დაცვასთან დაკავშირებული ურთიერთობები. საქპატენტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს ექნებათ წვდომა საქპატენტში დაცულ ინფორმაციასთან, მიიღებენ კონსულტაციებს სასაქონლო და საპატენტო ნიშნების განაცხადის შედგენასთან დაკავშირებით, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ თემატურ ტრენინგებს და ა.შ.