(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქველმოქმედო ფონდ „იავნანასა“ და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივ პროექტში ჩაერთო

24 მაის '10

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე, 24 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" შეკრებილ ბიზნესმენებს შეხვდა, სადაც „იავნანასა" და საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის ექსკლუზიური პრეზენტაცია შედგა.

როგორც ბატონმა ბურჭულაძემ აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში, მახათას მთაზე ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ღვთისმშობლის სახელობის იქნება და რომლის აგებაშიც თითოეული ქართველი მიიღებს მონაწილეობას ყოველთვიური მცირე (1ლარის) შეწირულობის სახით.

საქართელოს ბიზნეს ასოციაციის სახელით, პროექტის მხარდაჭერა გამოხატეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ისაკაძემ და ვიცე პრეზიდენტმა, სამსონ ფხაკაძემ.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერის და პოპულარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების (პროექტის საწყისი ეტაპი) დაფინასებას.