(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საკონსულტაციო კომპანია Booz Allen Hamilton-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა

17 მაის '10

2010 წლის 17 მაისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და აღმასრულებელი გუნდი კომპანია Booz Allen Hamilton-ს წარმომადგენლებს, ჯონ მენელს, ჯენ ბრასველს და კომბერლი კოტნიკს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს სამომავლო თანამშრომლობის გეგმების და პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

Booz Allen Hamilton ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა სტრატეგიული და ტექნოლოგიური განვითარების დარგში, რომელიც მომსახურებას უწევს სამთავრობო უწყებებს, კომეციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ინსტიტუტებს.

კომპანია  აქტიურად თანამშრომლობს ა.შ.შ. სამთავრობო სექტორთან ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით და საქართელოს მთავრობასთან, ასევე სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან.

Booz Allen Hamilton ჩართულია USAID-ის ახალ ეკონომიკურ პროექტებში და აქტიურად მუშაობს იმპორტ-ექსპორტის, ინვესტირების და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარების მიმართულებით.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ, სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში და რეფორმებში ასოციაციის აქტიურ ჩართულობას, მათ შორის საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას კონკრეტული პროექტების ფარგლებში.

Booz Allen Hamilton -ის კავკასიის რეგიონალური მენეჯერის, ჯენ ბრასველის განცხადებით, კომპანია აპირებს რამდენიმე მიმართულებით პროექტების განხორციელებას, მათ შორის სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფერო. ასევე განიხილება მუშაობის შესაძლებლობა ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების, საფინანსო-საბანკო სფეროებში.

ჯენ ბრასველის შეფასებით, საქართელოს ბიზნეს ასოცაიციას, თავისი საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, აქვს სერიოზული პოტენციალი და მათთვის საინტერესოა შესაბამის პროექტებზე ერთობლივი მუშაობა.