საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საქრთველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
8 აპრ '10
საქართელოს ბიზნეს ასოციაციასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის 12 მარტს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც 2010 წლის 8 აპრილს ბიზნეს ასოციაციის ოფისში შეიკრიბა ვანო ბალიაშვილის ხელმძღვანელობით.
შეხვედრას ასოციაციის წევრი კომპანიების და საქსტატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი სამუშაო ჯგუფის წევრების ურთიერთგაცნობა, ჯგუფის ამოცანების და მუშაობის პრინციპების განსაზღვრა იყო.
უახლოეს მომავალში ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება კერძო კომპანიების ხელშეწყობა, რათა ისინი საქსტატის მხრიდან უზრუვნეყოფილნი იყვნენ დამატებითი, მათი ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციით და ანგარიშებით.
მეორეს მხრივ, მიზნად იქნა დასახული საქსტატის საქმიანობის ხელშეწყობა, ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან ამ სტრუქტურისადმი ნდობის ხარისხის ამაღლების და თანამშრომლობის გზით.
შეხვედრის მონაწილეების გადაწყვეტილებით, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შედეგად უნდა გამარტივდეს და დაიხვეწოს საქსტატში წარსადგენი კითხვარების ფორმები; გარდა ამისა, საქსტატი შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებათა პაკეტს, რაც დამატებით სტიმულს გაუჩენს კერძო კომპანიებს თანამშრომლობისათვის.
ჯგუფის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისათვის, გადაწყდა, რომ დაინტერესების შესაბამისად, მომავალში ჯგუფში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან შემოსავლების სამსახურის და მარკეტინგული კვლევებით დაკავებული კომპანიების წარმომადგენლები.