საქართელოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
1 აპრ '10
1 აპრილს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" ს.ს.ი.პ. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე წარმოადგენდა.
პრეზენტაციის მიზანი საზოგადოებისათვის სააგენტოს ფუნქციებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
სააგენტოს უმთავრესი ამოცანა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ერთიანი სისტემის შექმნა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუვნელყოფაა.
როგორც მისასალმებელ სიტყვაში ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, სააგენტო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რგოლი იქნება სახელმწიფო მართვის სისტემაში. ძალიან ბევრ მსხვილ კომპანიას აქვს საჭიროება ითანამშრომლოს ერთიან, ცენტრალიზებულ ორგანოსთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების შექმნით და მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობით.
გიორგი ჭირაქაძემ ასოციაციის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა ახალ წამოწყებას და თანამშრომლობისათვის მზადყოფნა დაადასტურა.