(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

5 მარ '10

საქართელოს ბიზნეს ასოციაციაში საქართჳელო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში, თამარ კოვზირიძე ესწრებოდა.

ღინისძიების ძირითადი მიზანი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სფეროში არსებული მდგომარეობის, პრობლემების და პერსპექტივების განხილვა იყო.

ქალბატონმა კოვზირიძემ ვრცლად ისაუბრა თურქეთის ბაზრის მნიშვნელობაზე საქართველოსათვის და აღნიშნა, რომ უკვე გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. კერძოდ, დღეისათვის უკვე მოქმედებს მთელი რიგი შეღავათებისა, თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე (მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქცია) საბაჟო ტარიფები კვლავაც მაღალი რჩება და ამ საკითხების მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობა მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივებს და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას; აღინიშნა, რომ მზადების პროცესშია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ხარისხის კონტროლის სისტემის დასანერგად, დაწყებულია სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგისტრაცია და უკვე 2011 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება ხარისხის კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას.