შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან
25 დეკ '09
25 დეკემბერს, ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარ მრჩევლებს, ვახტანგ ლეჟავას და თამარ კოვზირიძეს შეხვდნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს 2010 წელს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის დასახული გეგმები და პრიორიტეტები გააცნეს. შეხვედრაზე განხილული იყო მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა გზები, დაიგეგმა აქტიური შეხვედრების ორგანიზება მთავრობის წარმომადგენლებთან.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 28 იანვარს, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობასთან ერთად გამართავს ღონისძიებას "სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვის და 2010 წელს საწარმოთა რეგისტრაციის ამოქმედების შესახებ". აღნიშნული ღონისძიების მიზანია კვების და სასმელების სფეროში მოღვაწე კომპანიების ინფორმირება იმ სიახლეების შესახებ, რომელიც უკავშირდება საქართველოს სურსათის უვნებლობის ახალი სისტემის დანერგვას და საწარმოთა რეგისტრაციის ამოქმედებას 2010 წლიდან.