შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
23 დეკ '09
23 დეკემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროებში. როგორც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეხვედრისას აღნიშნა, ეგვიპტური კომპანია "ფრეშ"-ი საქართველოში 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში განხორციელებულია 115 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც წლის ბოლომდე 450 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება. ასევე მან ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაცის და ეგვიპტის ბიზნეს ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.