ბიზნეს ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი შეიქმნა
10 დეკ '09
ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ორგანიზაციაში საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე მომუშავე კომიტეტი შეიქმნა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიის - "ბი-დი-ო ჯორჯიას" მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის ხელმძღვანელობით. კომიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ფინანსთა სამინისტროსთან. კომიტეტი ძირითადად ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების გენარალური და ფინანსური დირექტორებით დაკომპლექტდა. მისი მთავარი სამუშაო მიმართულება ქვეყანაში საბაჟო და საგადასახადო სფეროს გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს სექტორს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებაა. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, საბაჟო-საგადასახადო კომიტეტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ბიზნეს ასოციაციის შიგნით, რომელიც უშუალოდ ითანამშრომლებს ფინანსთა სამინისტროსთან.