ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში ერთვება
9 დეკ '09
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოში საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ქვეყანაში ეს გადამხდელისა და საგადასახადო ადმინისტრაციის ორივე მხარისთვის სასარგებლო მჭიდრო თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტია. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის უაღრესად სასარგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ შედეგად შეიქმნება ბიზნესისა და ხელისუფლების თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობა. აქამდე აღნიშნული დავების საბჭო მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებით იყო დაკომპლექტებული, ხოლო 2010 წლის დასაწყისიდან საბჭოს მუშაობაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.