ბიზნეს ასოციაციიაში მრჩეველთა საბჭო ჩამოყალიბდა
2 დეკ '09
ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოციაციაში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ბატონი როი საუთვორტი უხემძღვანელებს. ბ-ნ როის, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის ეკონომისტს აქვს საბანკო სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. მას მოპოვებული აქვს ეკონომიკური ფაკულტეტის ბაკალავრის წოდება ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაიცვა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიური კვლევის ინსტიტუტში. აქტიურად იყო ჩაბმული აფრიკის, სამხრეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა პროექტებში. 2001 წლიდან იგი მუშაობდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების საველე ოფისების სახელმწიფო ოპერაციებსა და მართვაში, აგრეთვე ეთიოპიის სამშვიდობო კორპუსში. ასევე აქვს დიდი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო ოპერაციების განხორციელბა-განვითარების კუთხით. 2003 წლის ოქტომბრის ბოლოს იგი დაინიშნა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლად საქართველოში, სადაც თავის მოვალეობებს ასრულებდა 2009 წლის მაისამდე. სახელმწიფო ოპერაციებსა და მართვაში, აგრეთვე ეთიოპიის სამშვიდობო კორპუსში. ასევე აქვს დიდი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო ოპერაციების განხორციელბა-განვითარების კუთხით. 2003 წლის ოქტომბრის ბოლოს იგი დაინიშნა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლად საქართველოში, სადაც თავის მოვალეობებს ასრულებდა 2009 წლის მაისამდე.