ბიზნეს ასოციაციაში დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტი შეიქმნა
20 ნოემ '09
ბიზნეს ასოციაციაში დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტი შეიქმნა, რომლის თავმჯდომარედ კომპანია „მადნეულის" წარმომადგენელი და ჯეო-პრომაინინგის ვიცე პრეზიდენტი ბ-ნ ლაშა ახალაძე დაინიშნა. კომიტეტი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ სამუშაო მიმართულებას საქართველოს შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში დამსაქმებელთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
კომიტეტი უკვე აქტიურად ჩაერთო სამმხრივ დიალოგში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labor Organization) მიერ არის ინიცირებული და მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პროფკავშირებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლები.