(+995 32) 2 202-215

სიახლეები

იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით

4 ნოემ '09

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფმა,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით  იმპორტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ერთდღიანი სამუშაო სემინარი ჩაატარა.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის და კერძო სექტორში იმპორტის ჩანაცვლების და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების გაანალიზების მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა ბიზნესგარემოს რეფორმის პროექტთან და ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად განახორციელა საქართველოში მოქმედი 200-ზე მეტი ბიზნესის გამოკითხვა. სამუშაო სემინარმა, სადაც წარმოდგენილი იყო აღნიშნული კვლევის შედეგები, ხელი შეუწყო დისკუსიას საქართველოში იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობების შესახებ.