(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა პირველი შეხვედრა

8 ოქტ '09

2009 წლის 8 ოქტომბერს, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც 30-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე არჩეულ იქნა საბჭო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება.  ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად წევრებმა აირჩიეს გიორგი ჭირაქაძე - კომპანია "იუ-ჯი-თის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი; პირველ ვიცე-პრეზიდენტად  გიორგი ისაკაძე - "აგარა შუგარ მენეჯმენტის" მმართველი პარტნიორი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად სოსო ფხაკაძე - კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე იქნა არჩეული; სამეთვალყურეო საბჭოში ასევე შევიდნენ:  ლაშა პაპაშვილი - "ბანკი რესპუბლიკას" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე;  დავით მამულაიშვილი - კომპანია "ინტერპლასტის" დამფუძნებელი; გიორგი დევაძე - კომპანია "მადნეულის" გენერალური დირექტორი;  დიმიტრი ჩიქოვანი - კომპანია "აუთდორის" გენერალური დირექტორი; გიორგი კურცხალია კომპანია "მაგისტილის" გენერალური დირექტორი; ვანო ნაკაიძე - კომპანია "უნივერსალ კაპიტალ ჯგუფის" დამფუძნებელი. სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა, ბიზნეს ასოციაციის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მონაწილეები შეთანხმდენ, რომ ბიზნეს ასოციაციის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარების ხელშეწყობა უნდა გახდეს. ბიზნესმენებმა განიხილეს ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობები და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ გნვითარებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასოციაცია შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას ბიზნესსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის უკეთესი კომუნიკაციის ჩამოყალიბებისათვის. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთთანამშრომლობის სწრაფ ინსტიტუციონალიზაციას შეუწყობს ხელს.