ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტი (IT)
ირაკლი ასლანიშვილი
იუჯითი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტი (IT) 2023 წელს შეიქმნა. კომიტეტის მიზანია ბიზნეს სექტორში ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების ინიცირება და დანერგვა, შედეგად კი ქართული ინოვაციური ეკოსისტემის პოტენციალის განვითარება და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ციფრული მმართველობის ეკოსისტემის განვითარება და ე.წ e-Governance სამთავრობო ციფრული სერვისების ეფექტიანი დანერგვა. მათ შორისაა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწის რეგისტრაცია, ბიზნესთან დაკავშირებული დისტანციური მომსახურება, ელექტრონული საგადასახადო პროცედურები თუ უახლესი ტენდენციების გაზიარება.
IT კომიტეტის ფარგლებში, შემუშავდება საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მორგებული იქნება ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებზე, წევრების და ზოგადად ბაზრის საჭიროებებზე.