(+995 32) 2 202-215

სიახლეები

31 დეკ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ შობა - ახალ წელს!

2022 ბიზნესისა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა. მიუხედავად რიგი გლობალური და რეგიონალური გამოწვევისა, ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეძლო, რამაც შედეგად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო მოიტანა. ეს უკანასკნელი კი დადებითად აისახა ქვეყანაში ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე. ძლიერი ბიზნესი და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკა კი საბოლოო ჯამში აუცილებლად გახდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის საფუძველი... ვრცლად

26 დეკ '22

BAG ინდექსი: კადრების მოძიების პრობლემა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გამწვავდა

2022 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 66% აღნიშნავს, რომ კადრების მოძიებისას მათ ექმნებათ პრობლემა და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 14.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი... ვრცლად

22 დეკ '22

BAG ინდექსი: დასაქმების მიმართულებით ბიზნესს პოზიტიური განწყობები აქვს

BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 29.1 ქულა შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინდექსის გამოქვეყნების ისტორიაში... ვრცლად

21 დეკ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკებზე იმსჯელეს

ბოლო პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ თანხის გადარიცხვებთან შექმნილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები გახლდათ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის განხილვის მთავარი თემა. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა და მას ასოციაციის წევრი როგორც საბანკო სექტორის, ასევე იმ კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა ბიზნეს ოპერაციები საქონლის იმპორტთან არის დაკავშირებული... ვრცლად

21 დეკ '22

BAG ინდექსი: ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში მთავარ საკითხად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები სახელდება

BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში ახალი ტენდენცია შეინიშნება, კერძოდ, თუ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ბიზნესი მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას მიიჩნევდა, მიმდინარე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 60%-ის მიერ უმთავრეს პრობლემად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დასახელდა... ვრცლად

20 დეკ '22

BAG ინდექსი:  ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი კვლავ სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ბიზნეს კლიმატის ინდექსი 1.2 ქულით გაუმჯობესდა და 44.4 ქულას მიაღწია... ვრცლად