(+995 32) 2 202-215

სიახლეები

14 ნოემ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ საგადასახადო დაბეგვრის საკითხებზე მსჯელობა გაიმართა

კაპიტალის ნომინალური ღირებულების მქონე და არმქონე წილები, წილობრივი, ნებადართული კაპიტალი, მათ რეგისტრაციასთან და გაზრდა/შემცირებასთან დაკავშირებული საგადასახადო დაბეგვრა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის აღსრულებასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ყველა მხარე, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის, შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები... ვრცლად

14 ნოემ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ გახდა

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ერთ-ერთი პირველი აქტივების მმართველი კომპანიაა საქართველოში, რომლის ძირითადი პროფილი საინვესტიციო ფონდების მართვა, ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნეს სექტორის დაფინანსება. კომპანიის საქმიანობა პასუხობს იმ მნიშვნელოვან გამოწვევას ქართულ ეკონომიკაში, რაც კაპიტალისა და ბიზნესის სათანადო დაფინანსების ნაკლებობას ეხება... ვრცლად

11 ნოემ '22

ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და შემოსავლების სამსახურის შეხვედრის მთავარი საკითხი

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის განაშთვის ახალი წესი და პროექტში შესული ცვლილებები... ვრცლად

9 ნოემ '22

შემოსავლების სამსახურმა ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია მიიღო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და წევრი კომპანიების უშუალო ჩართულობით შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება მსხვრევადი საქონლის სპეციალისტის მოწვევის გარეშე ჩამოწერასთან დაკავშირებით... ვრცლად

8 ნოემ '22

„მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ბიზნესისთვის“ - ლევან ვეფხვაძე

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობის მთავარი სადისკუსიო თემა... ვრცლად

7 ნოემ '22

„ბიზნესისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმები გამარტივდება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

ბიზნეს სექტორისთვის სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების გამარტივების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, შრომის ინსპექციისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, ბიზნეს გაერთიანებებსა და პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო... ვრცლად