(+995 32) 2 202-215

სიახლეები

31 იან '23

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გამორჩეული პარტნიორის ჯილდო გადასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის წარდგენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ნაყოფიერად ითანამშრომლეს სააგენტოსთან, რომელთა შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დასახელდა... ვრცლად

25 იან '23

„მედ დიაგნოსტიკა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გენეტიკური კვლევის ცენტრი „მედ დიაგნისტიკა“ შეუერთდა, რომელიც 2019 წელს დაარსდა... ვრცლად

23 იან '23

ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციისას მავნე აირების შემცირება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი

საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების მიზნით მისაღები ნორმატიული აქტის განხილვა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი საკითხი... ვრცლად

31 დეკ '22

„2022 წელი გამორჩეული იყო ბიზნესისთვის, შესაბამისია ბიზნესის განწყობაც“ - BAG-ის პრეზიდენტის პროგნოზები

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“პრეზიდენტის შეფასებით, 2022 წელი ბიზნესისთვის მართლაც რომ გამორჩეული იყო. „BAG-ს, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია საქართველოში, ასეულობით კომპანიას აერთიანებს, ჩვენ მოვიცავთ ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორს და შესაბამისად საკმაოდ კარგად ვგრძნობთ ბიზნესისა და ეკონომიკის მაჯისცემას. ბიზნესი აშკარად პოზიტიურად აფასებს 2022 წელს და ეს მისასალმებელია... ვრცლად

31 დეკ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ შობა - ახალ წელს!

2022 ბიზნესისა და ეკონომიკისთვის განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა. მიუხედავად რიგი გლობალური და რეგიონალური გამოწვევისა, ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეძლო, რამაც შედეგად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური გარემო მოიტანა. ეს უკანასკნელი კი დადებითად აისახა ქვეყანაში ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე. ძლიერი ბიზნესი და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკა კი საბოლოო ჯამში აუცილებლად გახდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის საფუძველი... ვრცლად

26 დეკ '22

BAG ინდექსი: კადრების მოძიების პრობლემა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გამწვავდა

2022 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 66% აღნიშნავს, რომ კადრების მოძიებისას მათ ექმნებათ პრობლემა და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 14.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი... ვრცლად